საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება.
როგორც უკრაინის ეკოლოგიის მინისტრი, იგორ შევჩენკო სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" წერს, ის ბოდიშს იხდის მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო და განმარტავს, რომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მართლა მიიღო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, მაგრამ ეს ეხებოდა არა დანიშვნას, არამედ რეკომენდაცის
"ბოდიშს ვიხდი უზუსტობის გამო, რომელიც ჩემს წინა პოსტში იყო მიხეილ სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით. უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მართლა მიიღო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, მაგრამ ეს ეხებოდა არა დანიშვნას, არამედ რეკომენდაცის უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთვის, რომ ოდესის გუბერნატორის პოსტზე დაინიშნოს მიხეილ სააკაშვილი", _ აღნიშნავს უკრაინის ეკოლოგიის მინისტრი. და დასძენს, რომ ახლა საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტზეა.
შევჩენკო იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი პოროშენკო მთავრობის ამ წარდგინებას მხარს დაუჭერს და მიხეილ სააკაშვილს ოდესის გუბერნატორად დანიშნავს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ უკრაინული მედიით გავრცელდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნასთან დაკავშირებით, რაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით შევჩენკომაც დაადასტურა. გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი გუბერნატორის პოსტზე ხვალ უნდა წარადგინონ.