დღეს, პირველ ივნისს, კომაროვში ბოლო ზარია. ბოლო ზარია 160 მეთორმეტეკლასელისთვის, რომელთაგან 29 ოქროს მედალოსანია, შვიდი კი ვერცხლის.
წელსაც, ისევე როგორც წინა წლებში სკოლა საუკეთესოა საქართველოში წარმატებული მოსწავლეების მონაცემთა მიხედვით.
კომაროვი ანუ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა 49-ე თაობას უშვებს.
სკოლა დაარსდა1966 წელს და თითქმის 50 წლის განმავლობაში ბევრი სახელოვანი მეცნიერი გაზარდა.
კომაროვში სწავლობენ განსაკუთრებული გონებით დაჯილდოებული ბავშვები, რომლებიც ფიზიკა-მათემატიკის სწავლაში წარმატებით გამოირჩევიან.
სკოლა მოსწავლეებს იღებს მე-6 კლასის შემდეგ, მეშვიდე კლასიდან.
სკოლას აქვს პანსიონი, სადაც რეგიონებიდან ჩამოსული მოსწავლეები ცხოვრობენ საქართველოს მოსწავლეთა საერთაშორისო საოლიმპიადე ნაკრებში, რომელმაც ჩვენს ქვეყანას ბევრჯერ მოუტანა ოქროს და ვერცხლის მედლები, უმეტესობა კომაროველია. წელს, ამ ნაკრებში მათემატიკის 6-კაციან ჯგუფში _ 3,ფიზიკის 5-კაციან ჯგუფშიც _ 3 და ინფორმატიკის 4-კაციან ჯგუფში 2 კომაროველია.
დირექტორი ბატონი ივანე კვიტაშვილი სკოლას უკვე სამი წელია ხელმძღვანელობს და დიდი წვლილი მიუძღვის კომაროველთა წარმატებებში.
სკოლის სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელი, ქალბატონი ნანა ჯაფარიძე, ბატონი მალხაზ ჯინჭარაძე, პედაგოგთა რჩეული გუნდი _ გელა მანელიძე (ყოფილი დირექტორი), ვალერი ზატუაშვილი, ოთარ ღონღაძე, თამარ კობერიძე, ლელა ბუბაშვილი, დიანა არჯევანიძე, მაია ალავერდაშვილი _ სულ 79-კაციანი კოლექტივი, მუდმივად ზრუნავენ კომაროვის და საქართველოს საუკეთესო მომავლისთვის.
წარმატებები კომაროველებო, რომლებიც ამ სახელს მთელი ცხოვრება სიამაყით ატარებენ.
(R)