საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ახლახან დაინიშნა ოდესის გუბერნატორად, განმარტა, რატომ თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე:
"თუ მე შევინარჩუნებდი ქართულ პასპორტს, განწირული ვიყავი პატიმრობისთვის საქართველოში. ბრალდებულის სტატუსის გამო, მე იძულებული ვარ, ვიცხოვრო საქართველოს ფარგლებს გარეთ," _ თქვა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ, რადგან ოდესა მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოსთან, ამიტომ გადაწყვიტა ოდესის გუბერნატორობა: "ღმერთმა დაიფაროს და თუ კი როდესმე ოდესა დაეცემა, მაშინ მსოფლიო რუკიდან საქართველო წაიშლება _ აი, რა აერთიანებთ მათ. ეს თვალნათელია, თუ კი თქვენ ყურადღებით გადახედავთ რეგიონის გეოპოლიტიკას. ამიტომ, როცა მე ამ წინადადებაზე დავთანხმდი, გავითვალისწინე ქართული ინტერესები. ეს არის ნამდვილი ფრონტის ხაზი პუტინთან".
"მე იმედი მაქვს, რომ არა მარტო პოროშენკო, არამედ უკრაინის ხელისუფლების სხვა წევრებიც მიხვდებიან, რომ ძველებურად ცხოვრება აღარ გამოვა. მე მგონია, რომ პრეზიდენტი ხვდება ამას. ჩემი დანიშვნა ნიშნავს, რომ ის მზად არის, მიიღოს არაორდინალური, ძალიან რადიკალური გადაწყვეტილებები, რომელიც ბევრს არ მოეწონება. აქ ყველაფერი სხვანაირად იქნება," _ თქვა სააკაშვილმა.