ძლიერი სეტყვის გამო, გორში სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ აგროდაზღვევის“ პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარები დაზარალდნენ.
სადაზღვევო კომპანიებში სატელეფონო შეტყობინებები შედის, რის საფუძველზეც სადაზღვევო აგენტები ადგილზე ეტაპობრივად გავლენ და სეტყვის შედეგად მიყენებულ ზარალს დაითვლიან, ჯერჯერობით ზარალის ოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია. აგროდაზღვევაში მონაწილე ფერმერებს ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ.
პროგრაში, რომელსაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს, გორში მცხოვრები 333 ფერმერი ჩაერთო.
სახელმწიფო პროგრამა ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, რომ დააზღვიონ მოსავალი შემდეგ სტიქიურ მოვლენებზე: სეტყვა, ჭარბი ნალექი, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს ყველა ფერმერს ჩაერთოს აგროდაზღვევის პროგრამაში, რათა თავიდან აიცილოს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი.