ოდესისი ოლქის ახალი პროკურორი ზურაბ ადეიშვილი ხდება ამ ინფორმაციას სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით ამ წუთებში სააგენტო www.news-front.info ავრცელებს.
სააგენტო ირწმუნება, რომ ინფორმაცია უკვე დაადასტურეს ოდესის საოლქო და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
ზურაბ ადეიშვილმა საქართველო ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დატოვა და იგი ინტერპოლის მიერ ძებნილად არის გამოცხადებული.
ადეიშვილი უფლებამოსილების გადაჭარბებისათვის, სამსახურეუბრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, პატიმრებზე არადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასა და სისიხლის სამართლის საქმეებში მტკიცებულებათა გაყალბებისათვის იძებნება.
2013 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ ადაიშვილის მიმართ განაჩენი დაუსწრებლად გამოიტანა.
გამოყენებულია www.news-front.info- ს ინფორმაცია