შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოსა და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ივანე გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 1951 წელს დაბადებულ ზოზანა ა-ს, თემქის დასახლებაში, მისივე საცხოვრებელ ბინაში, შურისძიების მიზნით, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად ივანე გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108 მუხლით).