ქართული მუსიკისა და სამზარეულოს დღე მოაწყვეს თურქეთის ქალაქ სინოპში მცოხვრებმა ქართველებმა, რომელზედაც სინოპის მიმდებარე რეგიონში მცხოვრები თანამემამულუეებიც მიიწვიეს.
შეკრება ქართული კულტურისა და მეგობრობის ასოციიცის ძალისხმევით განხორციელდა და მას უამრავი ადამიანი ესწრებოდა. ღია ცის ქვეშ გამართული სახალხო შეკრება გვიან ღამემდე გაგრძელდა და თურქეთის ქართველებში პოპულარული ცეკვის „ხორონის“ დღედ იქცა.
თურქეთის შავიზღვისპირა ქალაქებში სინოპში, ორდუსა და ფაცაში ძირითადად რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ ქობულეთიდან გადასახლებული ქართველები ცხოვრობენ და ისინი საკმაოდ მრავალრიცხოვან დისპორას ქმნიან.