გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ GDS საინფორმაციო ანალიტიკური გადაცემა წამყვანმა არჩილ გამზარდიამ არ დასტურდება.
როგორც "გურია ნიუსს" გადაცემის მთავარმა პროდიუსერმა ვასილ მაღლაფერიძემ განუცხადა, მას მსგავსი ინფორმაცია არ აქვს.
მისივე თქმით, ამის შესახებ არაფერი იციან გადაცემის თანამშრომლებმაც.
როგორც მაღლაფერიძე ამბობს, გამზარდიამ თანამშრომლებს შეატყობინა რომ ავად არის.
"ისე როგორ წავიდოდა, რომ არაფერი ეთქვა", _ აღნიშნავს მაღლაფერიძე.
"გურია ნიუსი" ეცადა თავად არჩილ გამზარდიასაც დაკავშირებოდა, თუმცა ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.