"გურია ნიუსის" ინფორმაციით, "თავისუფალი საქართველოს" გურიის რეგიონის ორგანიზაციის თავმჯდომარედ გოჩა ძიმისტარაშვილის წარდგენა იგეგმება. "თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი, კახა კუკავა გოჩა ძიმისტრაშვილს დღეს, ოზურგეთში წარადგენს.
გოჩა ძიმისტარაშვილი 2013 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე “პატრიოტთა ალიანსის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო, არჩევნების შემდეგ კი ის ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი გახდა. საკრებულოს პირველივე სხდომაზე ეთიკის კომისიის თავმჯდომარე გახდა, მაგრამ ამ თანამდებობიდან 2015 წლის მაისში გადააყენეს. მის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი 14 დეპუტატიდან 9-მ დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 4, ხოლო 1 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი.