საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
"მეგობრებო, რა უბედურებაა ეს "უი, ნიანგი სადარბაზოსთან'' და "უი, დათვი კიბეზე'' და "გულების'' და ხარხარის სმაილების წერა. თუ ცხოველები არ გეცოდებათ, ზოოპარკის თანამშრომლების მდგომაროება მაინც გაითვალისწინეთ. სრულიად არაშესაბამისი შედარებაა, მაგრამ ბიბლიოთეკის წიგნები რომ იყოს წყალში და ხალხი ღადაობდეს, ამაზე რას ვიზამდი ის არ ვიცი და თქვენ კიდევ, ერთმანეთს ნიშნავთ წარწერით"ის პონი თუ იქნება, ხო იცი მე უნდა მომიყვანო'' და სხვა უმსგავსობებს წერთ. არაფერს ვამბობ ადამიანების ტრაგედიაზე", _ წერს კეკელიძე საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე.