დღეს საქართველო 13 ივნისს მომხდარი სტიქიის დროს დაღუპულებს გლოვობს. ყველა უწყების თავზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.
_ ჩვენთვის ძალიან მძიმე იყო თორმეტი ადამიანის დაკარგვა.ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, ჩვენ ვეძებთ დაკარგულ ადამიანებს და სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გამოცხადდეს გლოვის დღე და ყველა უწყების თავზე დაეშვას საქართველოს დროშა.
საკმაოდ ტრაგიკული ისტორიები მოვისმინეთ, მაგალითად მაშველი, მეხანძრე, რომელმაც გადაარჩინა მოქალაქეები, სამწუხაროდ ვეღარ შეძლო საკუთარი თავის გადარჩენა, სამწუხაროდ ისინი დაიღუპნენ.
ასეთი გმირების ქვეყანა ვართ ჩვენ, მათ ჭირდებათ შესაბამისი დაფასება,ასე რომ ჩვენ ვართ ვალდებულნი სათანადო პატივი მივაგოთ მათ და მათ ოჯახებს, _ აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.