საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ფინანსთა სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიასა და "ლიბერთი ბანკს“ შორის შედგა შეთანხმება, რომ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ხარჯების დასაფინანსებლად და დაზარალებულთა დასახმარებლად "ლიბერთი ბანკში“ გაიხსნა სპეციალური ანგარიში.
დღეიდან, 15 ივნისიდან, ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება თანხა გადარიცხოს "ლიბერთი ბანკში“ გახსნილ შემდეგ ანგარიშის ნომერზე: GE27LB0010045017001717