სახელმწიფო აუდიტის სამსახური მწუხარებას გამოთქვამს 13-14 ივნისს, თბილისში მომხდარ სტიქიური უბედურების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს.
"სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამ ეტაპზე წყვეტს ყველა დაგეგმილ მივლინებას, ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს ადმინისტრაციულ ხარჯებს და უწყების ბიუჯეტიდან 50 000 ლარს მიმართავს დაზარალებულთა დასახმარებლად. იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო სტრუქტურების დიდი ნაწილი ჩართულია სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო ღონისძიებებში, ამ კვირის განმავლობაში ყველა აუდიტორული საქმიანობა დროებით შეაჩერებს აუდიტის ობიექტებზე მუშაობას. ამასთანავე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები მოხალისეებად არიან ჩართულნი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად მიმდინარე სამუშაოებში", _ აცხადებს გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია.