თბილისში, სვანიძის ქუჩაზე დაკარგული 78 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მამაკაცს, რომელმაც საკუთარი სახლიდან თავის დაღწევა ვერ შეძლო, ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
ოჯახის ინფორმაციით, ის საკუთარი სახლის სარდაფში, ნანგრევებში მოჰყვა. მაშველები სარდაფში ჩასვლას გუშინ საღამომდე ვერ ახერხებნენ, ვინაიდან სახლის დემონტაჟი იყო საჭირო.
მაშველებმა ცხედარი სახლის სარდაფში იპოვეს და ამ წუთებში მისი ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს.