13 ივნისს, სტიქიის შედეგად დაკარგული ივლიტა ჯიბუტის ახლობლები მაშველების დახმარებს ითხოვენ:
_ გეხვეწებით მიაწვდინეთ ხმა მაშველებს. მას შემდეგ რაც ინფორმაცია თქვენი საშუალებით გავრცელდა ბევრი მოხალისე მოვიდა, მაგრამ ივლიტას მოსაძებნად პროფესიონალი მაშველებია საჭირო.
აქ არიან სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, მაგრამ შიშველი ხელებით ვერაფერს ვახერხებთ. არც შესაბამისი ტექნიკა მოსულა. იქნებ დაგვეხმაროთ ივლიტას პოვნაში, _ აღნიშნავენს ივლიტას ახლობლები "გურია ნიუსთან" საუბრისას.
"გურია ნიუსმა" აღნიშნულის შესახებ საქმის კურსში ყველა უწყება უკვე ჩააყენა. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს თხოვნა უყურადღებოდ არ დარჩება.