სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, წყნეთის ქუჩა #13 კორპუსში მცხოვრები 11 ოჯახი უარს აცხადებს საკუთარი საცხოვრებელი ბინების დატოვებაზე. ეს ოჯახები საკუთარ თავზე იღებენ პასუხისმგებლობას საკუთარ სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე.
საბჭოს ცნობით, წყნეთის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწყობილია მდინარეზე მძიმე ტექნიკისთვის ჩასასვლელი გზა ნაპირსამაგარი სამუშაოების ჩასატარებლად.
ჩატარდება გეოლოგიური კვლევა და მომზადდება შესაბამისი დასკვნა, რომლის შედეგად უნდა ჩატარდეს ნაპირსამაგრი სამუშაოების წყნეთის ქუჩაზე დამატებითი მიწის მასის ჩამოშლის თავიდან აცილების მიზნით.