ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლას 15 ივნისს ლილიანა ლომინეიშვილის სოლო კონცერტი ჰქონდა დაგეგმილი.
ლილიანასთან ერთად კონცერტში ქუთაისის სიმფონიური ორკესტრი მონაწილეობდა.
მიუხედავად იმისა, რომ აფიშებიც გაკრული იყო და მოსაწვევებიც დარიგებული, სკოლამ მიიღო გადაწყვეტილება და თბილისში მომხდარი სტიქიის გამო კონცერტი გააუქმა.