"დილით, 6 საათზე, სახლში პოლიცია შემომივარდა. მარიხუანას ნერგებს ვეძებთო, გაჩხრიკეს ეზო, ბოსტანი, სახლი, ყველა ადგილი, ვერ იპოვეს ვერსად და შემდეგ ჩემი ძმა დააკავეს," _ამის შესახებ “ გურია ნიუსს“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში მცხოვრებმა ბესო ქათამაძემ აცნობა.
ქათამაძე "თავისუფალი ზონის" ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელია. როგორც თავად აღნიშნავს, ბოლო პერიოდი თბილისში იმყოფებოდა:
"სახლში ბებია მყავს, ისე ინერვიულა, ძლივს დავაწყნარე, რა უნდათ რას ეძებენ, მიმაჩნია, რომ ამით ზეწოლას ახდენენ ჩემზე. კიდეც ვუთხარი პოლიციელებს, ეს დაგავალათ გუშინ თათბირზე გუბერნატორმა,-მეთქი?" _ამბობს ქათამაძე.
"გურია ნიუსი" ამ წუთებში ცდილობს, სამართალდამცავთა კომენტარის მოპოვებას.