მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ, იგივე "უცნობმა" "იმედის კვირაში" ჩართვისას აღნიშნა, რომ სტიქიის ძველი ხელისუფლებისთვის გადაბრალება არასწორია.
მისივე თქმით, ახლა ერთიანობა ისე გვჭირდება როგორც არასდროს და ამ დღეებში ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა სტიქიის შესაჩერებლად.
კითხვაზე: სად იყო ის და მისი ძმა ამ მძიმე დღეებში, უცნობმა აღნიშნა რომ პირველივე ღამიდან ზოოპარკში იყვნენ და ტელეკამერების წინ გამოჩენა არ არის იმის დასტური, რომ ვიღაცას მეტად სტკივა.
"დარწმუნებული ვარ ციხეში მჯდომ უგულავასაც კი ტკივა და არავისზე ნაკლებად არ ტკივა. ეს ყველას ტკივილია", _აღნიშნა გაჩეჩილაძემ.