ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე ბულგარეთში გაემგზავრა. მისი თქმით, ის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციის რამდენიმე წევრთან ერთად დაესწრება სასოფლო-სამეურნეო პროექტების პრეზენტაციას.
_ ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. დეტალურად გავეცნობით სხვადასხვა ქვენის სასოფლო სამეურნეო პროექტებს. – გვითხრა მერაბ ჭანუყვაძემ.
ბულგარეთში წასვლამდე მერაბ ჭანუყვაძე პრაღაში იმყოფებოდა.
_" რაც შეეხება პრაღას, მიწვეული ვიყავით ოფიციალური ვიზიტით ადგილობრივი თვითმართველობის ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრები, ადგილობრივი თვითმართველობის კანონმდებლობის გაცნობის და მათი გამოცდილების გასაზიარებლად.საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრები გავმართეთ ჩეხეთის სხვადასხვა ქალაქის პირველ პირებთან.
ვიზიტის ფარგლებში თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის საბჭოს წევრები იმყოფებოდნენ პრაღასა და ქალაქ ლიტომერჟეცში, სადაც გაიმართა შეხვედრები ჩეხეთის პარლამენტში და პრაღის მერიაში". _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს მერაბ ჭანუყვაძემ.