საქონლის ახალი ხორცი, ერთი კილოგრამის ოდენობით, წვრილად დავჭრათ და დაბალ ცეცხლზე ჩავშუშოთ წინასწარ მოშუშულ სამი საშუალო ზომის ხახვში,. ამ პროცესში ჩავუმატოთ ანანასის კომპოტის ორი მოზრდილი ნაჭერი, რაც საოცრად ნაზსა და გემრიელს გახდის კერძს. მერე დავამატოთ უცხო სუნელი და ნედლ ქინძთან დანაყული სამი კბილი ნიორი. კარგია ნედლი ნიორის ფოთლებიც.
როცა ჩაიშუშება და მზად იქნება, გადმოვდგათ გაზქურიდან, მოვაყაროთ ალყად დაჭრილი ხახვი, ბროწეულის მარცვლები და დავახუროთ. მივირთვათ 20 წუთის შემდეგ.