შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული დავით ტ. ყაჩაღობის ბრალდებით ოზურგეთში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული თანამზრახველთან ერთად, 14 აპრილს ოზურგეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე „რომპეტროლის“ ბენზინგასამართ სადგურში ნიღბითა და პისტოლეტით შეიარაღებული შეიჭრა. მათ ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 300 ლარი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ნიღბები და ცეცხლსასროლი იარაღი შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).