თბილისში, 13 ივნისს მომხდარი სტიქიის დროს დაზიანებული ავტომობილი "ლაგუნა ვერესთან" არსებული გვირაბიდან გამოიტანეს.
მანქანის ამოყვანას სამაშველო სამსახურის თანამშრომლები დილის 10:00 საათიდან ცდილობდნენ. დაზიანებული ავტომობილი BMW-ის მარკისაა.
მასში 13 ივნისის სტიქიისას დაკარგული პიროვნებათაგან არავინ აღმოჩნდა.
მაშველები ამ წუთებში ცდილობენ ავტომობილი სპეცტექნიკის დახმარებით, საევაკუაციო ავტომობილზე გადაიტანონ, შემდეგ კი, მას სპეციალურ ავტოსადგომზე გადაიტანენ.