ქართველი კინორეჟისორი ზაზა ურუშაძე ოფიციალურად გახდა ამერიკის კინოაკადემიის წევრი. ამის შესახებ რეჟისორი "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე წერს, თან ამ მოვლენის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.
ზაზა ურუშაძის რეჟისორობით შექმნილი ქართულ–ესტონური ფილმი "მანდარინები" , წელს "ოსკარის" ნომინაციაზე იყო წარდგენილი რუსულ, პოლონურ, არგენტინულ და მავრიტანიულ კინონაწარმოებებთან ერთად. ფილმს ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე ესტონეთი წარადგენდა.
ამერიკული კინოაკადემიის წევრი წელს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 322 კინოხელოვანი გახდა.