კურორტ გომისმთაზე დაკარული 45 წლის მამაკაცის ძებნა კვლავ მიმდინარეობს. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრია, გუშინ ცხენით მოდიოდა გომისმთიდან.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს გურიის სამსახურის უფროსის პაატა ლომთაძის ინფორმაციით, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები კურორტ გომისმთაზე დაკარგულ ახალგაზრდა კაცს ამ დრომდე ეძებენ.
როგორც მაშველებს გომისმთაზე მწყემსებმა განუცხადეს, გ. მ. ცოცხალი ნახეს, თუმცა ამ ეტაპზე ოფიციალურად ცნობილი არ არის დაკარგულის ადგილსამყოფელი.