იაპონიაში, მოქალაქემ, რომელიც მატარებლით მგზავრობდა თავის დაწვა სცადა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა.
EURONEWS-ის ცნობით, მამაკაცმა თავის მოკვლის მიზნით საწვავი გადაისხა. მაშველებმა ვაგონში კიდევ ერთი მიცვალებული იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ მამაკაცთან ახლოს იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერი აალების შედეგად, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა, მძიმე დამწვრობით ერთი ქალი, სხეულის მსუბუქი დაზიანებით ორი მგზავრი, ხოლო გულის შეტევით კიდევ ორი მოქალაქე სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა.
გამოცემის ცნობით, მატარებლით 1 000-მდე მგზავრი მგზავრობდა. მატარებელში ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.