სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები კახეთის რეგიონში განსაკუთრებით საშიში მავნებლის – ე.წ იტალიური კალიის წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბური ღონისძიებებს ახორციელებენ.
წამლობის სამუშაოების მიმდინარეობას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დესწრო.
კალიის წინააღმდეგ წამლობას სპეციალისტები როგორც სამანქანო დანადგარებით, ასევე ავიაციის მეშვეობოთ ახორციელებენ. ამ დროისთვის დედოფლისწყაროს, სიღნაღის, ახმეტის, გურჯაანის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში 14 500 ჰექტარია წამლით დამუშავებული (მათ შორის 1500 ჰექტარი ავიაციის გამოყენებით). გამომდინარე იქიდან, რომ ამ ეტაპზე მავნებლის აქტივობა პიკს აღწევს, ღონისძიებები მაქსიმალური ინტენსიობით მიმდინარეობს. იტალიური კალიის წინააღმდეგ ქიმიური წამლობა კახეთში 26 მაისიდან დაიწყო.
წამლობის ღონისძიებები 2015 წლის მიზნობრივი პროგრმის ფარგლებში მიმდინარეობს. სააგენტო საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში მავნებლების წინააღმდეგ წამლობას ქიმიური და ბიოლოგიური პრეპარატების გამოყენებით ყოველწლიურად ახორციელებს. გასულ წელს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში მასშტაბური ღონისძიებები ჩატარდა.