საბურთალოს რაიონში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. დიდ დიღომში, იოანე პეტრიწისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების შემაერთებელი საფეხმავლო ბილიკების მოასფალტება დამთავრდა.
ეს ტერიტორია ათზე მეტ საცხოვრებელ კორპუსს აკავშირებს და აქამდე მოსახლეობას გადაადგილება ხეხილის ბაღებს შორის გრუნტის გზაზე უწევდა. წვიმიან ამინდში კი მათ შემოვლითი გზებით უხდებოდათ სარგებლობა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაიგო 3,400 მ2 ასფალტი; საფეხმავლო ბილიკების გასწვრივ მოეწყო ბორდიურები.
გზის კეთილმოწყობის სამუშაოები შპს. "ენკომ" შეასრულა. პროექტის ღირებულება 166,000 ლარია.