13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკის სარემონტო სამუშაოები "გურია ნიუსის" ჩოხატაურის ოფისში აქტიურად მიმდინარეობს.
"ივლიტას ბიბლიოთეკა" მის დაბადების დღეზე _ 19 ივლისს უნდა გაიხსნას, ამიტომ, სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს.
ბიბლიოთეკის მოწყობისთვის საჭირო სახსრების გაღების მსურველებს, შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ "გურია ნიუსის" საქველმოქმედო საბანკო ანგარიშზე: სს საქართველოს ბანკი, ბანკის კოდი: BAGAGE22; საბანკო ანგარიში: GE02BG0000000125488801; მიმღები: შპს " ჩოხატაურის მაცნე".