გერმანიაში მედიაპროექტის "ქართულ-გერმანული სახელები" პრეზენტაცია გაიმართა.
"ქართულ-გერმანული სახელების" პრეზენტაცია გერმანიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში ჩატარდა.
700-გვერდიანი გამოცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე იმ მკითხველისათვის არის განკუთვნილი, რომელსაც საქართველოსა და ქართულ-გერმანული ურთიერთობების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება სურს.
პროექტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ყოველწლიურად ორ ადამიანს დააჯილდოვებენ. მედიაპროექტის პირველი ჯილდო კი ცნობილ ქართველ ფეხბურთელს ლევან კობიაშვილს გადაეცა.
გამოცემაში შესულ პუბლიკაციებში, რომელთა ავტორებიც ცნობილი ქართველი ჟურნალისტები, მწერლები და მკვლევარები არიან, ასახულია ქვეყნებს შორის პოლიტიკური, კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობები და ისტორიული რაკურსები. გამოცემის რესპონდენტები გერმანულენოვან ქვეყნებში მოღვაწე ქართველები, საქართველოს გერმანელი მეგობრები, დიპლომატები, ქართულ-გერმანული ოჯახები და სხვადასხვა ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები არიან.
"ქართულ-გერმანული სახე(ლ)ების" გამოცემა წელიწადში ერთხელ იგეგმება და კულტურული დიპლომატიის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.