ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამერიკის სენატისა და კონგრესის წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ-ის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 5 წლით უნდა გაიყინოს.
მან არ განმარტა, კონკრეტულად როგორ უნდა განხორციელდეს ეს პროგრამა. ბარაკ ობამამ კონგრესს ამერიკის ეკონომიკის საერთო მოდერნიზაციის გეგმა წარუდგინა.
მისი მიზანი ამერიკის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდაა მსოფლიო არენაზე.
ობამამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფედერალური ბიუჯეტის ხარჯების 5 წლით გაყინვა არ შეეხება ეროვნული უსაფრთხოების დაცვის სფეროს. ამასთან, თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა არ დააზუსტა, როგორ აპირებს ამ პროგრამის შესრულებას იმ ფონზე, როცა შეერთებული შტატების სახელმწიფო ვალი 14 ტრილიონ დოლარს აღწევს.
მან განაცხადა, რომ ბიუჯეტიდან ასიგნირება უნდა მოხდეს ისეთი სფეროებისა, როგორებიცაა: განათლება, ენერგეტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, სამეცნიერო-ტექნიკური და აღდგენითი სამუშაოები.
ობამამ განაცხადა, რომ მომავალი წლისთვის ყველაზე ამბიციური პროექტი უნდა გახდეს 1 მილიონი ელექტრომობილის არსებობა ქვეყანაში, ხოლო 2035 წლისთვის ამერიკის ენერგეტიკის 8 პროცენტი ეკოლოგიურად სუფთა უნდა იყოს.