იანის ვარუფაკისის გადადგომის შემდეგ, საბერძნეთის ფინანსთა მინისტრი ეუკლიდ ცაკალოტოსი გახდა.
EURONEWS-ის ინფორმაციით, 55 წლის მინისტრი ბერძნულ ენაზე ბრიტანული აქცენტით საუბრობს და თავის წინამორბედისგან განსხვავებით, ბერძნებს სრულიად სხვა სტილს სთავაზობს.
როგორც ცნობილია, ეუკლიდ ცაკალოტოსი ადრე კრედიტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
"პრემიერ მინისტრმა პოლიტიკური ლიდერებისგან წერილობითი გარანტია მიიღო, რომ ცალაკოტოსს ევროკავშირთან მოლაპარაკებაში მხარს დაუჭერენ", _ აღნიშნა საბერძნეთის დამოუკიდებელი პარტიის ლიდერმა პანოს კამენოსმა.