სასაზღვრო ზოლთან ბანერების განთავსებასთან და მცოცავი ანექსის პროცესთან დაკავშირებით "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "მოამბესთან" საუბრისას განაცხადა, რომ არანაირი განსაკუთრებული ცვლილება ამ პრობლემასთან დაკავშრებით არ დახვედრია.
"ეს პროცესი თანმდიმდევრულად მიმდინარეობს 2008 წლიდან მოყოლებული, გარწმუნებთ ამ ხელისუფებას პოლიტიკური დიალოგი რომ დაეწყო, ახლა ეს პრობლემა ნამდვილად არ იქნებოდა. მილსადენი კი არ უნდა გავიყვანოთ ახალი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს პროცესი შეჩერდეს და საზღვარი დაბრუნდეს იქ, სადაც უნდა იყოს – რუსეთსა და საქართველოს შორის"-განაცხადა" ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, დღეს როგორც არასდროს კიდევ უფრო საჭიროა პირდაპირი დიალოგი, ამას ალტერნატივა არ აქვს.
"სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთის ხელისუფლება ნამდვილად მზად არის იმისათვის, რომ წარიმართოს ფართომასშტაბიანი დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან"-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ პოზიციის შერბილება და ცვლილება ამ საკითხთან დაკავშირებით კარგია.