ავღანეთში სამხედრო ბაზასთან აფეთქება მოხდა.
BBC −ის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 33 −ს მიაღწია. დაღუპულებს შორის ექვსი ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია, 27- მდე კი ჩვეულებრივი მოქალაქეა. დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან.
როგორც ცნობილია, მომხდართან დაკავშირებით ჯერ პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
პოლიციის უფროსის თქმით, შესაძლებელია აფეთქება თალიბანის მიერ იყოს ორგანიზებული.