რუსეთში სამხედრო ყაზარმის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 23 −მდე გაიზარდა.
BBC− ის ინფორმაციით, ომსკის ოლქის სოფელ სვეტლიში მდებარე სამხედრო ყაზარმის ერთ-ერთი განყოფილება გუშინ საღამოს ჩამოინგრა, რის შედეგადაც 23 სამხედრო დაიღუპა, ხოლო 19− მდე დაშავდა. სამი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ყაზარმაში 337 სამხედრო იმყოფებოდა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.