კომპანია ,"თბილისის მიკროავტობუსი" უერთდება ჟურნალისტების საინიციატივო ჯგუფის მიერ ინიცირებულ აქციას "არა ოკუპაციას", რომლის ფარგლებში ხვალ, 14 ივლისს საოკუპაციო ზოლთან ჟურნალისტების აქციის გამართვა და მცოცავი ოკუპაციის გაპროტესტება იგეგმება.
"თბილისის მიკროავტობუსი"’ უზრუნველყოფს აქციის მონაწილე ჟურნალისტების ტრანპორტირებას. მიკროავტობუსები დილის 9 საათიდან დაელოდება ჟურნალისტებს სასტუმრო Radisson-თან. კომპანია მოუწოდებს მსურველებს გვიან საღამომდე დააფიქსირონ აქციაში მონაწილეობის სურვილი, რათა გამოყოს შესაბამისი რაოდენობის ტრანპორტი!
ერთად გავაპროტესტოთ ოკუპაცია!
ერთად გავაპროტესტოთ ოკუპაცია!