მაშველებმა ბათუმში, ზღვაში დაკარგული 15 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომელები აცხადებენ, ზღვაზე სამძებრო სამუშაოები სამი დღის წინ დაიწყო და ცხედრის პოვნა დღეს გახდა შესაძლებელი.
"სამდღიანი ინტენსიური სამაშველო სამძებრო სამუშაოების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველების მიერ ნაპოვნი იქნა 11 ივლისს ზღვაში დამხრჩვალი 15 წლის ბიჭი. ცხედარი გამოყვანილია და ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები."
მოზარდი 11 ივლისს ხიდიდან გადახტა და მას შემდეგ ის არავის უნახავს. გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
Developed By Web Features 2025 © All rights reserved