15 ივლისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი სამინისტროს შენობაში მდებარე მეკლდეურობის დარბაზს ეწვია და ავსტრიაში, ქალაქ იმსტში გამართულ მსოფლიო თასზე წარმატებულ ქართველ პარამეკლდეურებს შეხვდა.
ქართველმა პარამეკლდეურებმა ავსტრიის ქალაქ იმსტში გამართულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენთა მსოფლიო თასის ეტაპზე იასპარეზეს და 1 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
მსოფლიო თასის ეტაპის გამარჯვებული ეტლით მოსარგებლე მერაბ დუკაშვილი გახდა, ბრინჯაოს მედალი კი უსინათლო გიორგი ლიპარტელიანმა მოიპოვა.
ავსტრიაში მსოფლიო თასის ეტაპზე 16 ქვეყნის 42 პარასპორტსმენი მონაწილეობდა. ქართველი პარამეკლდეურებს შემდეგი შეჯიბრი ოქტომბერში ინგლისში ელით, სადაც მსოფლიო თასის მორიგი ეტაპი გაიმართება.
მეკლდეურობის დარბაზში მინისტრთან შეხვედრას სპორტსმენებთან ერთად, საქართველოს მეკლდეურობის ფედერაციის წარმომადგენლები, გულშემატკივრები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.