ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის შოთა ართმელაძის დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, ამ დრომდე არ დასტურდება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი კვერღელიძე ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს ამბობს: "მხოლოდ ერთ რამეს გეტყვით. ოფიციალურად, წერილობით მოგვმართა ანტიკორიფციულმა სამსახურმა. მოითხოვეს შოთა ართმელაძეზე ინფორმაცია, თუ რა თანამდებობა უკავია. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია." – გვითხრა კვერღელიძემ.