"ბოკო ჰარამის" დაჯგუფებამ ჩრდილოეთ კამერუნში მორიგი თავდასხმა განახორციელა.
CBS NEWS-ის ცნობით, კამერუნის სოფელ კამოუნაში, რომელიც ნიგერიასა და ჩადს შორის მდებარეობს, 80-ზე მეტი თავდამსხმელი შეიჭრა. თავდასხმას 23-ზე მეტი მოსახლე ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის უმეტესად ბავშვები არიან.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, "ბოკო ჰარამის" დაჯგუფების წევრები გასულ კვირასაც შეიჭრნენ და რეიდის დროს პირუტყვი გაიტაცეს.
როგორც ცნობილია, გასულ კვირას "ბოკო ჰარამის" დაჯგუფებამ სოფელ კამეუნაში მდებარე ერთ-ერთ ბარში ბომბი ააფეთქა, რის შედეგადაც 14 ადამიანი იმსხვერპლა.