ფარერის კუნძულებზე 250- მდე ვეშაპი ადგილობრივმა მოსახლეობამ მოკლა.
DAILYMAIL -ის ინფორმაციით, მეთევზეებს 250 ვეშაპი გადაჰყავდათ, რა დროსაც სანაპიროზე მყოფი ადგილობრივი მოსახლეობა წყალში ვეშაპების დახოცვის მიზნით შევიდა.
როგორც ცნობილია, მათ დანების და სხვადასხვა იარაღების მეშვეობთ ვეშაპები სასიკვდილოდ დაჭრეს. ინციდენტის გამო ტორშავინისა და ბურის სანაპიროებზე წყალი სისხლისგან გაწითლდა, ხოლო დახოცილი ვეშაპები წყალში ტივტივებდნენ.
"ჩემთვის ცნობილია, რომ ვეშაპები ბურის სანაპიროზე დანიის საზღვაო ფლოტის თანდასწრებით დახოცეს.დანია არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელსაც კანონი ვეშაპისებრთა ცხოველების დახოცვას უკრძალავს. უცნობია როგორ გაიმართლებენ ისინი თავს." განაცხადა ბარდოტის ბრიგადის კაპიტანმა ვიანდა ლუბლინკმა.
გამოცემის ინფორმაციით, დანიაში ვეშაპებზე ნადირობა აკრძალულია, თუმცა ფარერის კუნძულებზე დაიშვება.
როგორც ცნობილია, ფარერის კუნძულებზე ვეშაპებს უკვე ასეულობით წელია ხოცავენ და მის ხორცს საკვებად იყენებენ.