ძალოვან სტრუქტურებში ცხელი ზაფხული გურიის სამსახურების უფროსების გათავისუფლებით დაიწყო.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს გურიის სამსახურის უფროსი გოჩა ალფაიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას ალფაიძე არ ადასტურებს. თანამდებობა დატოვა კონტრდაზვევის გურიის სამსახურის უფროსმა ზაზა გობრონიძემ.
გობრონიძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ის სხვა სამსახურში გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ გახდება სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს გურიის სამსახურის უფროსი. პირველი ვინც ძალოვან სტრუქტურებში თანამდებობა დატოვა, შსს გურიის სამხარეო მთავარი სამართველოს უფროსი გიორგი მდინარაძე იყო. აღნიშნულ პოსტზე უკვე დაინიშნა ახალი უფროსი.