საბერძნეთმა საერთაშორისო ფონდს სესხის მოთხვნით ოფიციალურად მიმართა.
EURONEWS– ის ინფორმაციით, საბერძნეთის მთავრობა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან ახალ სესხს ითხოვს. მათ ასევე სესხი ევროზონის ლიდერ სახელმწიფოებსაც სთხოვეს.
საბერძნეთის ფინანსთა მინისტრის თქმით, მათ სესხი ფორმალურად მოითხოვეს. მთავრობას ჰქონდა იმედი, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან სესხს აღარ ითხოვდა არსებული დახმარების პროგრამის ამოწურვამდე.
გამოცემის ცნობით, ბერძნული პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა თქვეს, რომ 1 თვის განმავლობაში ისინი ქვეყანაში არსებული უთანხმოების აღმოსაფხვრელად ითანამშრომლებენ და ინტენსიურად აწარმოებენ მოლაპარაკებას დაახლოებით 86 მილიარდი ევროს სასესხებლად, რომლის შესახებაც დაგეგმილი მოლაპარაკება საერთაშორისო კრედიტორებთან გადაიდო.
გამოცემის უწყებით, კრედიტორების თვალსაზრისით, 3 კვირით დაკეტილი ბანკების გახსნით და დავალიანების დაფარვის გადავადებით, საბერძნეთმა დახმარება უკვე მიიღო.