საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი თავის ყოფილ მარჯვენა ხელსა და ფინანსთა მინისტრს იცავს, მას შემდეგ, რაც იანის ვარუფაკისმა პარალელურ საბანკო სისტემის საიდუმლო გეგმაზე ისაუბრა.
THE GUARDIAN-ის ინფორმაციით, ბერძენ პოლიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ იანის ვარუფაკისის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრან.
"თქვენ შეგიძლიათ გააკრიტიკოთ მისი თითოეული კომენტარი, უგემოვნო ჩაცმულობა, პოლიტიკური გეგმები, არდადეგები აეგინას კუნძულზე, მაგრამ ვერ დაადანაშაულებთ,რომ მან საბერძნეთის ბიუჯეტიდან ფული მოიპარა ან მას აქვს ქვეყნის მართვის საიდუმლო გეგმა."_განაცხადა ციპრასმა.