ქართული ჯარის პოპულარიზაციისა და პატრიოტული სულისკვეთების გაზრდის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და თავდაცვის სამინისტრო ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ჩატარდა და დღეს მინისტრები თამარ სანიკიძე და თინათინ ხიდაშელი საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ განახორციელებენ ერთობლივ სასკოლო კონკურსებს, უზრუნველყოფენ საინფორმაციო საგანმანათლებლო ექსკურსიებსა და სხვა სასწავლო რესურსებს
"სამუშაო ჯგუფებში მუშაობა უკვე დასრულებულია. დღეს უკვე ჩამოვყალიბდით იმ რამდენიმე პროგრამაზე, რომელსაც ერთობლივად განვახორციელებთ. პროგრამები ძალიან მნიშნველოვანია, მათში შედის არა მხოლოდ კონკურსები და ექსკურსიები, არამედ საგანმანათლებლო რესურსების მომზადება, რომლის სტანდარტიც განათლების სამინისტროს უკვე აქვს. აქედან გამომდინარე, უახლოეს მომავალში უკვე შესაძლებელი იქნება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რათა სექტემბრიდან უკვე დავიწყოთ მუშაობა" – განაცხადა თამარ სანიკიძემ.