მცენარე ქრისტესისხლა ხალხურ მედიცინაში მუდამ პოპულარული იყო და არც დღეს კარგავს აქტუალობას. ჩვენს ოჯახში, ჩემს ბავშვობაში მას სხვადასხვა სახის მუწუკის, ჭრილობის თუ მეჭეჭის მოსაშორებლადც იყენებდნენ.
ქრისტესისხლას ღეროს გადატეხვისას გადმოედინება იოდის მსგავსი მეწამული სითხე, რომლის წასმის შემდეგ ადვილად იკურნება სხვადასხვა ნაკბენი, მჭამელები. მახსოვს, ბებიაჩემმა ძაღლს მუნი მოურჩინა ქრისტესისხლას სითხის წასმით.
ის წვავს და აქრობს კანის ზედაპირიდან არაერთ დაავადებას, ნაკბენს. თუმცა, ძალიან ფრთხილად მიდგომაა საჭირო, რადგან ქრისტესისხლა ძალზე ტოქსიკური მცენარეა და მისი გამოყენება მხოლოდ ზომიერების დაცვით და ფრთხილი მიდგომითაა შესაძლებელი. თუ კარგად არ ვართ გარკვეული ქრისტესისხლას ხალხური მეთოდით გამოყენების ნიუანსებში, მაშინ აუცილებლად ექიმს უნდა მივმართოთ.
მე გამოვცადე მისი შესანიშნავი თვისება მეჭეჭის მოსაშორებლად. დღეში ორჯერ წასმით, სამი კვირის განმავლობაში მეჭეჭი გაქრა. ქრისტესისხლას მუქი ფერის სითხე იოდისებურად უნდა წავუსვათ მეჭეჭიან ადგილს ისე, რომ დაუზიანებელ, ჯანმრთელი კანის ქსოვილს არ შეეხოს.
გირჩევთ, თქვენს კარმიდამოში გქონდეთ ქრისტესისხლა. მიუჩინეთ მას ერთი კუთხე თქვენს ბაღში ისე, რომ ბევრ ადგილს არ მოედოს. გასახარებლად პრეტენზიულია _ უყვარს ქვიანი ნიადაგი.