საქართველოს პრემიერ-მინისტრის შვილი, გაბრიელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და ბერამ მონათლეს. ირაკლი ღარიბაშვილის Facebook-ს ოფიციალურ გვერდზე ასევე ვრცელდება ფოტოები.
" ჩემი გაბრიელი გაქრისტიანდა… ნათლობის საიდუმლოს სამების ტაძარში ვაზიარეთ. ჩემთვის უძვირფასესმა ადამიანებმა მონათლეს – მისმა უწმინდესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და ბერამ…
გაბრიელი ძალიან იამაყებს, როცა მათ გაიცნობს, როცა მოუსმენს… მჯერა, ნათლიებიც იამაყებენ… მინდა, ცხოვრების გზაზე უფლის მფარველობით იაროს…" – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.