ფრენკ ჯიფორდი, ამერიკელი ფეხბურთის ვარსკვლავი და წამყვანი, რომელიც სპორტის პოპულარიზაციაში დიდი წვლილი შეიტანა, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
BBC-ის ინფორმაციით, ის საკუთარ სახლში, ოჯახურ წრეში ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.
"ის განსაკუტრებული ადამიანი იყო,და სიხარული მიანიჭა ყველას ვინც იცნობდა და მისი გადაცემის ხილვის საშუალება ჰქონდა."_ასე დაახასიათა გარდაცვლილი ფეხბურთელი ABC-ის მფლობელმა, ბობ იგერმა.
ჯიფორდის ოჯახმა სპეციალურად გავრცელებულ განცხადებაში მისამძიმრებისთვის ყველას მადლობა გადაუხადა.
"ვითხოვთ,რ ომ ჩვენ კონფიდენციალურობას პატივი სცენ ამ რთულ დროს და მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველას, ვინც მოგვისამძიმრა“_ნათქვამია ჯიფორდის ოჯახის მიერ NBC NEWS-ის ეთერით გავრცელებულ განცხადებაში.