ჩვენს ვებ გვერდზე რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნებულ სტატიას "სიყვარული და პოლიცია _ "დაგვეხმარეთ, რომ რაც შეიძლება მალე მორჩეს ეს კოშმარი" ა.ქ. გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რესპონდენტის მიერ მონათხრობი, რომლის თანახმადაც, ანას, სიყვარულის გამო, პოლიციის დახმარებით, მშობლებმა თავისუფლება შეუზღუდეს სიმართლეს არ შეესაბამება:
_ რასაც ეგ ადამიანი ამბობს ტყუილია. არანაირი ზეწოლა ჩემზე არ განხორციელებულა და მას შემდეგ, რაც მის შესახებ სიმართლე გავიგე ჩემი ნებით წავედი სახლში.
სრულწლოვანი ვარ და გადაწყვეტილებებს თავად ვიღებ. არც ისაა სწორი, რომ პოლიციამ ჩემზე ზემოქმედება მოახდინა.
ის, რომ ორჯერ ნასამართლევია თაღლითობაზე და ქურდობაზე თავად მითხრა ბოლოს.
ისიც მითხრა, მასთან სახლში რომ მივსულიყავით მისი ცოლ-შვილი დამხვდებოდა.
ისიც სიმართლეა, რომ ვალები აქვს და ლომბარდში ჰყავს მანქანა და ისიც, რომ საყვარელი ჰყავს. რაც თავად გითხრათ სიცრუეა. მაგ ადამიანს ცოლ-შვილი ყოლია, რაც მე არ ვიცოდი.
არ ვიცი ახლა თავის დაძვრენა უნდა თუ რატომ საუბრობს ასე. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ თავისუფლება არავის შეუზღუდავს და თავისუფლად გადავაადგილდები როცა მინდა და სადაც მინდა., _ გვითხრა ა.ქ-მ, რომელთანაც დაკავშირება ჩვენ სტატიის მომზადების დროსაც ვცადეთ, თუმცა მამამისმა მასთან გასაუბრების საშუალება არ მოგვცა.