აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება ისევ დაძაბულია. გვიან ღამით უკრაინის სამთავრობო ძალებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის შეტაკებას რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS-ი ავრცელებს.
სამხარეო პოლიციის ცნობით, აჯანყებულების მიერ ქალაქ სარტანის დაბომბვას სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა. თუმცა სეპარატისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლების მიერ განხორციელებულ დაბომბვას ქალაქ გორლივკაში სამი ადამიანი ემსხვერპლა.
მარიუპოლთან ვითარება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული ხელშეკრულების შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა.
მაუწყებლის ცნობით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ორივე მხარე ახალი შეტაკებისთვის ემზადება.